Accessibility links

logo-print

დღეს ლიბიაში დასასრულს უახლოვდება არაბული ლიგის სამიტი


დღეს ლიბიაში დასასრულს უახლოვდება არაბული ლიგის სამიტი. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ამრ მუსამ 22 სახელმწიფოსგან შემდგარ ბლოკს მოუწოდა, აქტიური ურთიერთობა იქონიოს ირანთან, რომლის ბირთვული პროგრამა და რეგიონში გავლენის ზრდა საყოველთაო შეშფოთების საგანია. მუსას თქმით, ამგვარი გეგმები გულისხმობს უფრო მეტ რეგიონალურ თანამშრომლობას და კონფლიქტების დარეგულირებას, რაშიც მონაწილეობას მიიღებდნენ არაარაბული სახელმწიფოები - ირანი და თურქეთი. ამავე დროს ამრ მუსამ გამოთქვა შიში, რომ ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიებზე დასახლებების მშენებლობამ შესაძლოა ბოლო მოუღოს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს.
XS
SM
MD
LG