Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ავღანეთში ჩავიდა მოულოდნელი ვიზიტით


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქაბულში ჩავიდა მოულოდნელი ვიზიტით. ეს მისი პირველი მოგზაურობაა ავღანეთში მას მერე, რაც ამერიკის პრეზიდენტი და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო კამპანიის მეთაური გახდა. ხანმოკლე ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის, გაფართოებულ შეხვედრას გამართავს კარზაის კაბინეტის წევრებთან და შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სიტყვით გამოვა შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეთა წინაშე.

ვიზიტის წინ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ობამას სურს, მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოიპოვოს შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო მეთაურის, გენერალ სტენლი მაკკრისტალისგან, და შეერთებული შტატების ელჩის, კარლ ეიკენბერისგან. შარშან ობამამ ავღანეთში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცის გაგზავნის განკარგულება გასცა და გამოაცხადა, რომ იქიდან ამერიკის ჯარების გამოყვანა 2011 წლის შუაში უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG