Accessibility links

logo-print

ლიბიაში დასრულდა არაბული ლიგის სამიტი


დღეს ლიბიაში დასრულდა არაბული ლიგის სამიტი. არაბული ქვეყნების ლიდერებმა გამორიცხეს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება, თუკი ისრაელი განაგრძობს დასახლებების მშენებლობას. მათ მოუწოდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას, შეინარჩუნოს ამ საკითხში პრინციპული პოზიცია - ხელი შეუწყოს პალესტინურ მიწებზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას. მათი თქმით, დასახლებები „სახიფათო ბარიერია“ მშვიდობის გზაზე. სამიტის მთავარი საკითხი იყო ისრაელის მიერ მიმდინარე თვეში მიღებული გადაწყვეტილება, ებრაული დასახლებები ააშენოს ძირითადად არაბებით დასახლებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელსაც არაბები პალესტინელთა მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG