Accessibility links

logo-print

კვირას რუსეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა


კვირას რუსეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. სამიათასამდე ადამიანი შეიკრიბა სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში, ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ სანქციონირებულ მიტინგზე. აქცია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის რეგიონალურმა განყოფილებამ მოაწყო. არხანგელსკში ორიათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფების გაზრდის წინააღმდეგ მიტინგზე. ეს მიტინგი არ იყო ხელისუფლების მიერ სანქციონირებული. ტვერში გაიმართა საპროტესტო აქცია ლოზუნგით „გადადგნენ პრემიერი პუტინი და გუბერნატორი ზელენინი!“ მოსკოვსა და პეტროზავოდსკში გაიმართა აქციები ბაიკალის ტბის დაცვის მოწოდებით.
XS
SM
MD
LG