Accessibility links

კვირას ერაყში რამდენიმე ბომბი აფეთქდა ცნობილი სუნიტი პოლიტიკოსების სახლების წინ


ერაყის პოლიციის ცნობით, კვირას რამდენიმე ბომბი აფეთქდა ცნობილი სუნიტი პოლიტიკოსების სახლების წინ. დაიღუპა სულ ცოტა ხუთი ადამიანი და მრავალი დაიჭრა. ხელისუფლების ცნობით, პირველი ბომბი აფეთქდა ქალაქ ყაიმის ხალხმრავალ რაიონში. მეტი ბომბი აფეთქდა მას მერე, რაც პირველი აფეთქების ადგილზე ხალხი შეიკრიბა. როგორც იტყობინებიან, აფეთქებების სიახლოვეს პოლიტიკური ალიანსის, „ერაყიას“ წევრი ბევრი სუნიტი პოლიტიკოსი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG