Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ ჰამიდ კარზაის მოუწოდა, განაგრძოს წინსვლა სამოქალაქო ფრონტზე


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთში ჩავიდა მოულოდნელი ვიზიტით. ეს მისი პირველი მოგზაურობაა ავღანეთში მას მერე, რაც ამერიკის პრეზიდენტი და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო კამპანიის მეთაური გახდა. ავღანეთში ჩასვლისთანავე ის შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. შეხვედრის შემდეგ ობამამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკელს იმედს ჰმატებს წინსვლა, რომელიც ავღანეთში იქნა მიღწეული. ამავე დროს ამერიკის პრეზიდენტმა კარზაის მოუწოდა, განაგრძოს წინსვლა სამოქალაქო ფრონტზე - მმართველობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის სფეროში. შარშან ობამამ ავღანეთში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცის გაგზავნის განკარგულება გასცა და გამოაცხადა, რომ იქიდან ამერიკის ჯარების გამოყვანა 2011 წლის შუაში უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG