Accessibility links

logo-print

ჩინეთში პატიმრობა მიუსაჯეს უცხოურ კომპანია „რიო ტინტოს“ ოთხ თანამშრომელს


ჩინეთში სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მადნის მომპოვებელ კომპანია „რიო ტინტოს“ ოთხ თანამშრომელს, მათ შორის ავსტრალიის მოქალაქე სტერნ ჰუს. ის და მისი სამი ჩინელი კოლეგა დამნავედ სცნეს ქრთამის აღებასა და საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში. „რიო ტინტო“ ინგლისურ-ავსტრალიური კომპანიაა. სტერნ ჰუს, კომპანიის შანხაის ოფისის ხელმძღვანელს, ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მის სამ ჩინელ კოლეგას 14, რვა და შვიდი წლით პატიმრობა. ავსტრალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სტივენ სმიტმა „ძალიან მკაცრი“ უწოდა ავსტრალიელისთვის გამოტანილ განაჩენს, მისივე თქმით, არსებობს „სერიოზული, უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები“ სამრეწველო ჯაშუშობის ბრალდებებთან დაკავშირებით. „რიო ტინტოს“ განცხადებით, ოთხივე თანამშრომელს, რომლებმაც ქრთამის აღება აღიარეს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG