Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო თანამეგობრობა მოსკოვის მეტროში მოწყობილ აფეთქებებს გმობს


საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს მოსკოვის მეტროში დღეს დილას მოწყობილ ორ აფეთქებას, რომლებმაც, სულ ცოტა, 36 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს აღუთქვა მასთან ალიანსის თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, „უდანაშაულო ადამიანებზე ასეთ თავდასხმებს არ შეიძლება, გამართლება ჰქონდეს“. დღევანდელ აფეთქებებს რუსეთის ხელისუფლებისთვის საფრანგეთის „სრული სოლიდარობის“ გამოცხადებით გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.
XS
SM
MD
LG