Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთს. ვიზიტის ფონია უთანხმოება ევროკავშირში ანკარის გაწევრიანების პერსპექტივაზე. მერკელი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მაგივრად, მისთვის „პრივილეგირებული პარტნიორობის“ მინიჭებას ემხრობა, რასაც გადაჭრით უარყოფს თურქეთის მთავრობა. გერმანია, სადაც თითქმის სამი მილიონი თურქი ცხოვრობს, იმავდროულად თურქეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. ვიზიტის დროს მერკელი პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიმ ერდოანს და პრეზიდენტ აბდულა გიულს შეხვდება.
XS
SM
MD
LG