Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მეტროში ორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა, სულ ცოტა, 38 ადამიანი შეიწირა


მოსკოვის მეტროს ორ სადგურზე აფეთქებების შედეგად, რომლებიც, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ქალმა მოაწყო, სულ ცოტა, 38 ადამიანი დაიღუპა. დაიჭრა 64-ზე მეტი. ორმა თვითმკვლელმა აფეთქება მოაწყო დღეს დილას, მეტროს მატარებლებში "ლუბიანკასა" და "პარკ კულტურის" სადგურებზე. საქმე ეხება მოსკოვში ბოლო ექვსი წლის მანძილზე ყველაზე სისხლისმღვრელ თავდასხმებს. უშიშროების ფედერალური სამსახურის თავმჯდომარე ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, ამფეთქებლები, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კავკასიიდან იყვნენ. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უშიშროების ორგანოებს ტერორიზმის წინაღამდეგ „უყოყმანოდ, ბოლომდე“ ბრძოლა დაავალა. პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის თქმით, დღევანდელი აფეთქებების უკან მდგომ „ტერორისტებს“ იპოვიან და „გაანადგურებენ“.
XS
SM
MD
LG