Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გაჩეჩილაძე მერობის კანდიდატთა პრაიმერის სიაში არ იქნება


“ეროვნულმა საბჭომ”, რომელიც პრაიმერის ინიციატორ პარტიებს აერთიანებს, განაცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად დაგეგმილ სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან 28 მარტამდე შესაბამისი განაცხადი არ წარუდგენია. “ხალხის პარტიის” ლიდერის კობა დავითაშვილის თქმით, ლევან გაჩეჩილაძეს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღება თავად შეუძლია. პრაიმერის ინიციატორთა მიერ დაგეგმილ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, რომელმაც თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა გამოავლინოს, მონაწილეობას კონსერვატიული, ხალხის და მომავლის პარტიების ლიდერები ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და გია მაისაშვილი მიიღებენ.
XS
SM
MD
LG