Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს 31 მარტამდე დანიშნავს


საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გამოაცხადებს. როგორც დღეს მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განმარტა, პრეზიდენტს ვადა 31 მარტის ჩათვლით აქვს. საარჩევნო კოდექსის გარდამავალი დებულებით, არჩევნების თარიღად 30 მაისი განისაზღვრა, თუმცა, შესაბამისი პროცედურების დაწყებას პრეზიდენტის განკარგულება სჭირდება.
XS
SM
MD
LG