Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა ანგარიში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ წლევანდელი ადგილობრივი არჩევნების წინ დადგინდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხების უპრეცედენტო ზრდა. ამავე დროს, გაიზარდა თბილისის მერიის მუშა-მოსამსახურეთა რიცხვი და მხარეების რწმუნებულთა აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში ვკითხულობთ, ამ მიდგომის ოპონენტების ვარაუდით, ადგილი აქვს სახელმწიფო სახსრების გამოყენებას იმ ადამიანების დასასაქმებლად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში.
XS
SM
MD
LG