Accessibility links

logo-print

საერთაშორისო თანამეგობრობა მოსკოვის მეტროში მოწყობილ აფეთქებებს გმობს


საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს მოსკოვის მეტროში დღეს დილას მოწყობილ ორ აფეთქებას, რომლებმაც, სულ ცოტა, 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გავრცელებულ განცხადებაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ამბობს „ამერიკელი ხალხი რუს ხალხთან ერთად დგას ძალდობრივი ექსტრემიზმის და ვერაგული ტერორისტული აქტების წინააღმდეგ ბრძოლაში“. ანალოგიური განცხადებით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ - „ევროპის კავშირი მტკიცედ დგას რუსეთის მთავრობის გვერდით ტერორიზმის ყველა ფორმასთან ბრძოლის საქმეშიო“, განაცხადა მან. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს აღუთქვა მასთან ალიანსის თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, „უდანაშაულო ადამიანებზე ასეთ თავდასხმებს არ შეიძლება, გამართლება ჰქონდეს“. დღევანდელ აფეთქებებს რუსეთის ხელისუფლებისთვის საფრანგეთის „სრული სოლიდარობის“ გამოცხადებით გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.
XS
SM
MD
LG