Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ჯგუფი, რომელიც, როგორც იუწყებიან, იქ საქართველოდან შევიდა


აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 8 პირი, რომლებიც ბაქოში სკოლებზე და საბავშვო ბაღებზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება 16 მარტს მოხდა და დაკავებულებს შორის 5 მამაკაცი და 3 ქალია. მამაკაცთაგან ერთ-ერთი ჩეჩნეთის მცხოვრებია, დანარჩენები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოდან გადავიდა. ამავე წყაროს ცნობით, ჯგუფის წევრები იარაღს, საბრძოლო მასალებს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს საბავშვო ბაღის და სკოლის სახურავებზე ინახავდნენ.
XS
SM
MD
LG