Accessibility links

logo-print

მოსკოვის აფეთქებების მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა


რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, მოსკოვის მეტროს სადგურებში განხორციელებული აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა და 39 ადამიანი შეადგინა. მოსკოვის საავადმყოფოებში 71 დაშავებული იმყოფება , რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დღეს მოსკოვში გლოვის დღეა. მეტრო-სადგურებში - ”ლუბიანკასა” და ”პარკ კულტური”-ში რუსეთის სახელმწიფო დროშებია დაშვებული. გადაიდო გასართობი ღონისძიებები, ტელეარხებმა შეწყვიტეს გასართობი პროგრამების ტრანსლაცია. ჯერ კიდევ გუშინ საღამოს ათეულობით მოსკოველმა ყვავილები მიიტანა ტერაქტების ადგილებზე. რუსეთის პრეზიდენტ მეტროსადგურ ”ლუბიანკაზე” მივიდა და განაცხადა, რომ აფეთქებების ორგანიზატორებს იპოვნიან და გაანადგურებენ. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მონაცემენით, აფეთქებები თვითმკვლელებმა განახორციელეს. საქმის გამოძიება ”ტერორიზმის” მუხლით მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG