Accessibility links

logo-print

ირანის განცხადებით, დიპლომატი, რომელიც პაკისტანში მოიტაცეს, გათავისუფლებულია


ირანის განცხადებით, დიპლომატი, რომელიც პაკისტანში მოიტაცეს, გათავისუფლებულია. პაკისტანის ქალაქ ფეშავარში ირანის გენერალური კონსულის განცხადებით, მას არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად იპოვეს დიპლომატი, ჰესმათოლაჰ ატარზადე, თუმცა ადასტურებს, რომ ის ირანში ჩავიდა. ეს ცნობა მოჰყვა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანის დაზვერვის სამსახურის აგენტებმა შეძლეს დიპლომატის გამოხსნა მისი გამტაცებლებისაგან. ატაზადე, ირანის სავაჭრო ატაშე ფეშავარში, 2008 წლის ნოემბერში მოიტაცეს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა.
XS
SM
MD
LG