Accessibility links

საქართველოში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თეოდორ ბაკონსკი იმყოფება


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თეოდორ ბაკონსკი იმყოფება. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრის ვიზიტი მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ბუქარესტის მხარდაჭერის დადასტურებას და თბილისისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გამოცდილების გაზიარებას ისახავს. თეოდორ ბაკონსკი დღეს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლებს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ერთობლივ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუმინელ კოლეგასთან შეხვედრისას ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თავის მხრივ, თეოდორ ბაკონსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოსადმი რუმინეთს სერიოზული ინტერესი აქვს, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოების სფეროში. ორდღიანი ვიზიტისას რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG