Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 8 ადამიანი დააკავეს


აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 16 მარტს დააკავა 8 ადამიანი, რომლებიც ბაქოში ტერაქტების დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილნი. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფების წევრებმა იარაღი და საბრძოლო მასალები აზერბაიჯანში საქართველოს ტერიტორიიდან შეიტანეს. ამავე განცხადების თანახმად, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა უკვე აღიარა, რომ დაჯგუფების მეთაური აგილ ნამაზოვი ბაქოში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქებებს გეგმავდა. გამოძიების ცნობით, თავად ნამაზოვი ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ იმყოფება. უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან 7 აზერბაიჯანის მოქალაქეა, ერთი კი - რუსეთის, კერძოდ ჩეჩნეთის მკვიდრი.
XS
SM
MD
LG