Accessibility links

logo-print

ქართველმა სამართალდამცავებმა ოსი ეროვნების ექვსი მოქალაქე გაათავისუფლეს


ქართველმა სამართალდამცავებმა სხვადასხვა დროს დაკავებული ოსი ეროვნების ექვსი მოქალაქე გაათავისუფლეს. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამ ფაქტს საქართველოს მთავრობის კეთილი ნების გამოვლინება უწოდა. ჯუღელის ცნობით, ოსურ მხარეს მსგავსი ნაბიჯი ჯერჯერობით არ გადაუდგამს. დღეს ჟენევაში მიმდინარეობს ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-10 რაუნდი, რომლის ერთ-ერთი თემა სწორედ დაკავებულთა გათავისუფლებაა.
XS
SM
MD
LG