Accessibility links

logo-print

ქართულმა მხარემ ოსი ეროვნების მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესი დაიწყო


დღეს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. სანამ კონფლიქტის მხარეები ერთ მაგიდასთნ სხედან, გორის რაიონში ქართული მხარე ოსი ეროვნების მსჯავრდებულების გადაცემას აწარმოებს. სამი ოსი მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. შიდა ქართლის რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელის ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, კიდევ სამი მსჯავრდებულის გადაცემა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდება. ჯერჯერობით უცნობია, გადასცემს თუ არა ცხინვალის ქართველ მსჯავრდებულებს თბილისს. ამ ექვსი ადამიანის გათავისუფლების შედეგად ქართულ მხარეს აღარ ჰყავს ოსი ეროვნების არც ერთი მსჯავრდებული, რომელთა აგვისტოს ომის შემდეგ დაკავება აღიარა ქართულმა მხარემ. დღეს გათავისუფლებულთაგან ორი რუსეთის მოქალაქეა, ჩრდილოეთ ოსეთიდან - თეიმურაზ ამზოევი და ზაურბეკ ხესტანოვი. დანარჩენები სამხრეთ ოსეთის მუდმივი მაცხოვრებლები არიან - ვადიმ ტადტაევი, ხათუნა ჩაპაევა, გენადი პლიევი. ცხინვალის რეგიონის კიდევ ერთ მკვიდრს, გოლერი ტოროშელიძეს, ქართული მხარე საკუთარ მოქალაქედ აცხადებს. გათავისუფლებულთა ნაწილი ან სასჯელს იხდიდა, ან მათი საქმეები განიხილებოდა სასამართლოში. ყველა საქმე სისხლის სამართლის კვალიფილაციით განიხილებოდა. მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის. გათავისუფლებულთა ადვოკატების განმარტებით, მათი კლიენტების ნაწილი გაუსვლელობის ხელწერილისა და საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG