Accessibility links

logo-print

სტიქიამ თერჯოლის რაიონის რამდენიმე სოფელში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება შეაფერხა


ადიდებულმა ყვირილამ ხიდი დაანგრია, რის გამოც სიმონეთის, ნახშირღელესა და ნავენახევის მცხოვრებლები ყანებში ვეღარ მიდიან. ხიდი ერთადერთი გზა იყო, რომელიც სახნავ–სათეს მიწებთან მიდიოდა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ხიდის აღსადგენად მილიონი ლარია საჭირო. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ხიდის უმოკლეს დროში აღდგენას ჰპირდება.

სოფელში საგაზაფხულო სამუშაოები ძლიერი ქარის გამოც შეფერხდა.

იმერეთის სოფლებში სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა დეფიციტია. გლეხები ამბობენ, რომ საწვავი გაძვირდა და მისი შეძენის საშუალება არ აქვთ.

გლეხების თქმით, ხელისუფლება წელს მათ არ დაეხმარა. მთავრობამ შარშან თითოეულ ოჯახს 50 კგ სასუქი, შარშანწინ კი 20 ლ საწვავი დაურიგა. გლეხების თქმით, ამ დახმარებით მათი პრობლემები ოდნავ შემსუბუქდა.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა თქმით, 1000 მ მიწის დამუშავება გასულ წელს 15 ლარი, წელს კი 20 ლარი უჯდებათ. ისინი ეჭვობენ, რომ მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი დარჩებათ, რადგან ფული არ გააჩნიათ.
XS
SM
MD
LG