Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მეტროში აფეთქებების შემდეგ კრემლი მკაცრი ზომებისაკენ მოწოდებით გამოდის


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს გამოვიდა მოწოდებით, რომ ახალი კანონები იქნეს მიღებული ტერაქტების თავიდან ასაცილებლად აფეთქებების შემდეგ, რომლებიც გუშინ მოსკოვის მეტროში მოეწყო. „ჩემი აზრით, ჩვენი ყურადღება უნდა მივაპყროთ სრულყოფას კანონმდებლობის ზოგი ასპექტისა, რომლებიც მიმართულია ტერორიზმის აქტების აღკვეთისაკენ, რაც ცალკეული უწყებების ზუსტ მუშაობასაც ეხება“, განაცხადა დღეს მედვედევმა. ოფიციალური პირები როგორც აცხადებენ, გამოძიების წინასწარი შედეგებით, ორშაბათს დილით მოსკოვის მეტროს ორ სადგურში აფეთქებები მოაწყო ორმა თვითმკვლელმა ქალმა. აფეთქებების შედეგად დაღუპულების რიცხვი დღეს 39-მდე გაიზარდა. ოფიციალური პირების ცნობით, კრიტიკული რჩება ხუთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარება. აფეთქებების შემდეგ საავადმყოფოებში 71 დაჭრილი მოათავსეს. დღეს რუსეთში გლოვის დღე გამოცხადდა დაღუპულების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელ თავდასმხმელებს კავშირი ჰქონდათ ექსტრემისტებთან ჩრდილოეთ კავკასიაში.
XS
SM
MD
LG