Accessibility links

logo-print
ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ყაზახეთი „მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯად“ მიიჩნევს სამხრეთ კავკასშიაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-10 რაუნდს, რომელიც დღეს გაიმართა ჟენევაში. ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს საგანგებო პრეს-რელიზში. როგორც მასში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება შედარებით სტაბილურად არის მიჩნეული, დაძაბულობა მაინც იჩენს ხოლმე თავს და პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა კვლავაც შეშფოთების საგანია. დისკუსიები ორ პარალელურად მომუშავე ჯგუფში მიმდინარეობს. ერთი ჯგუფი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს განიხილავს, მეორე კი ჰუმანიტარულ საკითხებს. დისკუსიის თანათავმჯდომარეები - ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ყაზახეთის ელჩი ბოლატ ნურგალიევი, გაეროს წარმომადგენელი ანტი ტურონენი და ევროკავშირის წარგზავნილი პიერ მორელი შეთანხმდნენ, რომ ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი 8 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG