Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრუშევი: ტერაქტების გამოძიებამ შეიძლება ქართულ კვალთან მიგვიყვანოს


რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვის მეტროს ტერაქტების გამოძიებისას ყველა ვერსია მუშავდება. ”უკვე არის გარკვეული პროგრესი” - განაცხადა მან. პატრუშევის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გამოძიებისას ქართული კვალიც გამოჩნდეს. ”ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ქართული სპეცსამსახურების გარკვეული თანამშრომლებს კონტაქტი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენ ეს ვერსიაც უნდა შევამოწმოთ მოსკოვის ტერაქტებთან მიმართებაში” - განაცხადა პატრუშევმა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ინტერფაქსი” ავრცელებს.

XS
SM
MD
LG