Accessibility links

logo-print

შსს: გერმანიისგან არასოდეს შეგვიძენია რაიმე სახის აღჭურვილობა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაცია "ემნესტი ინტერნეიშნალის" 2010 წლის ანგარიშს ეხმაურება. სამინიტროს ცნობით ანგარიში, დაუდასტურებელ წყაროზე დაყრდნობით მიუთითებს, თითქოს გერმანულმა კომპანიამ კანონის დარღვევით განახორციელა პოლიციური ელექტროშოკის მიყიდვა რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. შსს აცხადებს, რომ სამინისტროს არასდროს და არანაირი აღჭურვილობა გერმანიისგან არ შეუძენია. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ითანამშრომლებს "ემნესტი ინტერნეიშნალთან" და მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, რათა ანგარიშში დაშვებული უზუსტობა გასწორდეს.

XS
SM
MD
LG