Accessibility links

logo-print

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა მედვედევისა და მის მიერ აღიარებული სეპარატისტული რეგიონების მიერ შარშან ხელმოწერილი შეთანხმებების რატიფიცირებას


რუსეთის ფედერაციის საბჭომ დღეს მხარი დაუჭირა პრეზიდენტ მედვედევისა და მის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების მიერ შარშან ხელმოწერილი შეთანხმებების რატიფიცირებას. შეთანხმება საზღვრების ერთობლივად დაცვას შეეხება. ამ შეთანხმებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას შორის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალები, შესაბამისი ადგილობრივი სტრუქტურების ფორმირებამდე დარჩებიან. რუსული ძალები აკონტროლებენ აფხაზეთის აკვატორიასაც. თავის მხრივ, აფხაზური და ოსური მხარეები რუს მესაზღვრეებს უძრავი ქონებით, საჰაერო სივრცით, ასაფრენი ზოლებითა და კავშირგაბმულობის არხებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ. გასულ კვირაში ამ შეთანხმებების რატიფიცირებას მხარი რუსეთის დუმამ დაუჭირა. საქართველოს პარლამენტი ამჟამად საპასუხო განცხადებას და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვას ამზადებს.
XS
SM
MD
LG