Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა დაღესტნანში მომხდარი ტერაქტების შედეგად


ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა დღეს დაღესტნის ქალაქ ყიზლარში მომხდარი ტერაქტების შედეგად. 2 აფეთქება განახორციელეს თვითმკვლელმა ტერორისტებმა, რომელთაგან ერთს მილიციელის ფორმა ეცვა. დაღუპულთა შორისაა ადგილობრივი შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი. დაღესტნელ სამართალდამცავთა ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი მილიციის და უშიშროების სამმართველოს შენობებსა და ყიზლარის გიმნაზიის მახლობლად აიფეთქეს. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, დაღესტანში სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისა და მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილების დაცვა გაძლიერდა. დღევანდელ თათბირზე რაშიდ ნურგალიევმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში 29 მარტს განხორციელებული ტერაქტებისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი მკაცრი და პრინციპული იქნება. რუსეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების გამო, რომელმაც 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმი მოქმედებს. ადგილობრივი მილიცია განსაკუთრებულად ჩრდილო კავკასიელთა საცხოვრებელ ადგილებს ამოწმებს.
XS
SM
MD
LG