Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი მიესალმა სერბიის მიერ სრებრენიცის ტრაგედიის შესახებ მიღებულ დეკლარაციას


ევროპის კავშირი მიესალმა სერბიის მიერ მიღებულ დეკლარაციას, რომელიც სრებრენიცაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისთვის ბოდიშს შეიცავს, და „წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა მას. სერბიის პარლამენტმა დღეს დილით კენჭისყრაში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს 1995 წელს სრებრენიცაში ბოსნიელი სერბების მიერ რვაათასი მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვას. ევროკავშირი დიდი ხანია, ითხოვს ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო სარდლის, რადკო მლადიჩის დაპატიმრებას და მართლმსაჯულებისთვის გადაცემას. მლადიჩს ომის დანაშაულსა და სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტისთვის ეკისრება პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG