Accessibility links

მედვედევი: რუსეთი არ დაუშვებს, რომ ექსტრემისტებმა „შიში და პანიკა“ დათესონ


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი არ დაუშვებს, რომ „ტერორისტებმა“ „შიში და პანიკა“ დათესონ. ეს განცხადება მოჰყვა აფეთქებების სერიას, რომელმაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 100-ზე მეტი დაჭრა. „ტერორისტების მიზანია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების დანგრევა. მათი სურვილია მოსახლეობაში შიშისა და პანიკის დათესვა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, განაცხადა მედვედევმა. ხოლო პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ორშაბათს მოსკოვის მეტროში, ხოლო დღეს დილას დაღესტანში მოწყობილი აფეთქებების მიღმა შესაძლოა, ერთი ჯგუფი იდგეს. დაღესტნის ქალაქ ყიზლარში ორი აფეთქების შედეგად დღეს 12 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთ აფეთქებაზე დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ის თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. ორშაბათს კი მოსკოვის მეტროში თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა ქალმა, რასაც 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG