Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიელი პარლამენტარების ნაწილი ისლამური ბურკის აკრძალვას ემხრობა


ბელგიის პარლამენტის კომიტეტში ერთხმად მიემხრნენ ისეთი ტანისამოსის, ან თავსაბურის საჯაროდ ტარების აკრძალვას, რომელიც შეუძლებელს ხდის ასე შემოსილი ადამიანის იდენტიფიკაციას. კანონპროექტი, რომელიც პირველ რიგში ისლამური ბურკის წინააღმდეგ არის მიმართული, გზას უხსნის ასეთი აკრძალვის დაკანონებას - პირველად ევროპაში. კანონპროექტის მომხრე პარლამენტარები კენჭისყრის შედეგს „ისლამისტებისთვის გაგზავნილ ძალიან ძლიერ სიგნალად“ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ბურკა „ქალთა ღირსების წინააღმდეგ“ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG