Accessibility links

მოსკოვში აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა იკისრა


გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა იკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვის მეტროში მოწყობილ აფეთქებებზე, რომელთაც სულ ცოტა 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დოკუ უმაროვის მიმართვა გავრცელდა ვიდეოჩანაწერის სახით, ისლამისტი მეამბოხეების არაოფიციალურ ვებსაიტზე. ამ ჩანაწერში, როგორც ჩანს, თვით უმაროვი აცხადებს, რომ მან გასცა ბრძანება თავდასხმების შესახებ და რომ თავდასხმები კიდევ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG