Accessibility links

logo-print

ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ერაყის საშინაო პოლიტიკაში ერევა


ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ერაყის პოლიტიკაში ერევა. ეს ბრალდება მას ერაყში 7 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველაზე წარმატებული, სეკულარული ბლოკის ლიდერმა, იად ალავიმ წაუყენა. ალავის განცხადებით, ირანი ცდილობს მას ხელი შეუშალოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაში. ამ ბრალდებაზე საპასუხოდ, ირანის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ერაყის პარტიების ძალისხმევა, შექმნან ახალი მთავრობა, საშინაო საქმეა და მასში ირანი არ ერევა. შეერთებულ შტატებს არაერთხელ დაუდანაშაულებია ირანი ერაყის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში.
XS
SM
MD
LG