Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთს სთავაზობს თანამშრომლობას მოსკოვის აფეთქებების გამოძიებაში


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერმა თემურ იაკობაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თბილისი მზად არის, რუსეთთან ითანამშროლოს მოსკოვის მეტროში მოწყობილ აფეთქებებზე პასუხისმგებელი ტერორისტების ვინაობის დასადგენად. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, იაკობაშვილმა მოსკოვს შესთავაზა საქართველოში ნებისმიერი სამხილის მოძიება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტების გამოძიებისას ყველა ვერსიის, მათ შორის საქართველოს შესაძლო კავშირის გამოძიებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG