Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთის კიდევ ერთ რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა


ინგუშეთის მალგობეკის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული. რაიონი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ არის ბლოკირებული. ”რია ნოვოსტი” რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით, არვცელებს ცნობას, რომ რაიონში ჩრდილოეთ კავკასიაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილები იმყოფებიან. ამჟამად კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს ინგუშეთის სამ რაიონში - სუნჟენსკის, ნაზრანისა და მალგობეკსკის რაიონებში. ნაზრანში ასეთი რეჟიმი 2 მარტიდან ამოქმედდა, სუნჟენსკში კი - 27 იანვრიდან.
XS
SM
MD
LG