Accessibility links

logo-print

დაღესტანში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა


ოთხშაბათს ღამით დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში მსუბუქი ავტომანქანის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ისინი ავტომანქანაში იმყოფებოდნენ. დაღესტნის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ამოქმედდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ამ პირებს გადაჰქონდათ. მათი ვინაობა დადგენილია. ისინი დაღესტნის მკვიდრები არიან. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG