Accessibility links

logo-print
“ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერს, ლევან გაჩეჩილაძეს შესთავაზა.

სუბარი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციური სპექტრი საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმდება, ის მზად არის, კანდიდატობა გაჩეჩილაძეს შესთავაზოს და მიაჩნია, რომ არჩევნებში ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს ამომრჩეველთა ხმები არ უნდა წაართვან.

“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერი მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ სუბარმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის შეთავაზება “არასწორი მისამართით” გააკეთა, რადგან თავად გაჩეჩილაძე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმას არ აპირებს.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი კი აცხადებს, რომ სუბარის განცხადება - საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნიდა, არასწორად იქნა გააზრებული, რადგან სუბარს კონკრეტულად მხოლოდ გაჩეჩილაძე არ ჰყავდა მხედველობაში.

ლევან გაჩეჩილაძე სოზარ სუბარის შეთავაზებაზე, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG