Accessibility links

logo-print

ჩინეთი მზადაა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობა განაგრძოს


ჩინეთმა განაცხადა, რომ განაგრძობს მუშაობას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისის „მშვიდობიან მოგვარებაზე“. საგარეო საქმეთა მინისტრმა ძინ განმა ეს განცხადება გააკეთა მას მერე, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა მზადაა, „სერიოზულ“ მოლაპარაკებებში ჩაერთოს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების მეოთხე რაუნდის თაობაზე. ჩინეთი თავს იკავებდა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების განხილვისგან. ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხი დღის წესრიგში დგას მას მერე, რაც თეირანი უარს ამბობს, გაფანტოს მისი ბირთვული პროგრამის მიზნის შესახებ არსებული ეჭვები.


ჩინეთმა განაცხადა, რომ განაგრძობს მუშაობას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისის „მშვიდობიან მოგვარებაზე“.
XS
SM
MD
LG