Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარმა გაჩეჩილაძე შეთავაზების ერთ-ერთ და არა ერთადერთ ადრესატად მოიხსენია


ორგანიზაცის ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი უარყოფს, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობას პირადად ლევან გაჩეჩილაძეს სთავაზობს. ოთხშაბათს სოზარ სუბარმა დაადასტურა, რომ მზად არის თბილისის მერის პოსტზე ირაკლი ალასანიას მხარდაჭერის პარალელურად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარი დანარჩენი ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატის სასრგებლოდ თქვას. დღეს სუბარმა განმარტა, რომ გასულ საღამოს ტელეკომპანია ”მაესტროსთან” ინტერვიუში გაჩეჩილაძე შეთავაზების ერთ-ერთ და არა ერთადერთ ადრესატად მოიხსენია.
XS
SM
MD
LG