Accessibility links

logo-print

ალექსანდრ ბორტნიკოვი: ტერაქტების ორგანიზატორთა ვინაობა ცნობილია, დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ ქვეყანაში მომხდარი ბოლო ტერაქტები ჩაიდინეს დაჯგუფებებმა, რომლებსაც კავშირი ჩრდილოეთ კავკასიასთან აქვთ. დაღესტანში, პრეზიდენტ მედვედევის ხელმძღვანელობით დღეს გამართულ თათბირზე ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ტერაქტების ორგანიზატორთა ვინაობა ცნობილია და დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ, რომ 29 მარტს მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტების შედეგად, 39 ადამიანი დაიღუპა, 31 მარტს დაღესტნის ქალაქ ყიზლარში კი - 12. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის განცხადებით, ქვეყნის სპეცსამსახურები საქმის გამოძიებას ნებისმიერ ფასად ბოლომდე მიიყვანენ.
XS
SM
MD
LG