Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი გამოვიდა მოწოდებით, მკაცრი ზომები იქნეს გატარებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გამოვიდა მოწოდებით, მკაცრი ზომები იქნეს გატარებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთში მომხდარი ტერაქტების სერიას უკანასკნელ დღეებში 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედვედევი დღეს მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა დაღესტანს, სადაც გაუძღვა რესპუბლიკის უშიშროების ორგანოთა წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირს. ოთხშაბათს დაღესტანში ორი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მანამდე კი მოსკოვში, ორშაბათს მომხდარ ორ აფეთქებას 39 ადამიანი ემსხვერპლა. ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერმა დოკუ უმაროვმა მოსკოვის აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და პირობა დადო, რომ სხვა თავდასხმებიც მოხდება. მედვედევის თქმით, მოსკოვისა და დაღესტნის აფეთქებები „ერთი ჯაჭვის ნაწილია“.
XS
SM
MD
LG