Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები მხარს უჭერენ სანქციებს ირანის წინააღმდეგ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონა ბრაუნმა და გერმანიის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს სანქციების გამკაცრებას ირანის წინააღმდეგ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გარემოცვა იტყობინება, რომ ბრაუნმა და მერკელმა ხაზი გასუვეს ამ საკითხის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხილვის აუცილებლობას. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად ახალი სანქციების თაობაზე დისკუსიაში მონაწილეობას თანხმდება ჩინეთი, რომელიც ადრე სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ იდეის მიმართ. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ უარით, წარმოადგინოს სრული ინფორმაცია ბირთვულ სამუშაოებზე, -ირანი მალავს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG