Accessibility links

logo-print

ავღანეთში ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა


ბრიტანეთის განცხადებით, მათი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ხუთშაბათს ავღანეთის ჰილმენდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ჯარისკაცი ქვეითად ახდენდა პატრულირებას ბაბაჯის ახლომახლოს. 2001 წლიდან, ავღანეთში ამერიკული სარდლობით განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ, 240 ბრიტანელ ჯარისკაცზე მეტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG