Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: კონსტანტინე კანდელაკი


კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი

კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი

2 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მისი ორგანიზაცია არის ერთ-ერთი იმ ათს შორის, რომელმაც ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოსგან” მიიღო ფინანსური მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მხარდასაჭერად. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 1995 წლიდან არსებობს. კანდელაკის თქმით, ამომრჩეველთა სიები არის ერთ-ერთი იმ პრობლემებს შორის, რომელსაც ამ წლების მანძილზე აქტუალურობა არ დაუკარგავს. ის თვლის, რომ ამ საკითხის გამოსწორებას ხელს შეუწყობდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. კანდელაკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, ბუნებრივია, აბსოლუტურ შედეგს ვერ მოიტანს, თუმცა, გარკვეულწილად უწყობს ხელს არჩევნების ხარისხის გაუმჯობესებას.
XS
SM
MD
LG