Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში მოკლეს მიწის რეფორმის აქტივისტი


ბრაზილიაში მოკლეს მიწის რეფორმის მომხრე აქტივისტი პედრო ალკანტარა დე სოუზა. მიღებული ცნობების თანახმად, მკვლელობა დაქირავებულმა მკვლელებმა განახორციელეს პარას შტატში. სოუზა პარას შტატის უმიწო ფერმერთა კავშირის თავმჯდომარე იყო და ფერმერების მიერ დიდი ფერმების დაკავებას ხელმძღვანელობდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მდინარე ამაზონის აუზში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო მოკლულ იქნა, სულ ცოტა, 20 ადამიანი.

XS
SM
MD
LG