Accessibility links

logo-print

ბოკერია: ვშიშობთ რომ ტერაქტებს მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას აშფოთებს რუსი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი განცხადებები, თითქოს საქართველოს კავშირი ჰქონდეს მოსკოვის მეტროს ტერაქტებთან. ამის შესახებ მან გაზეთ The Washington Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ”ვიმედოვნებ რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ეს ბრალდებები ნამდვილად გვაძლევს შეშფოთების საფუძველს, რომ შეიძლება მეტროზე თავდასხმები რუსეთმა საქართველოზე თავდასხმის საბაბად გამოიყენოს” - თქვა გიგა ბოკერიამ. მანამდე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ გამოძიებამ მოსკოვის ტერაქტებში შესაძლოა, ქართულ კვალს მიაგნოს.

XS
SM
MD
LG