Accessibility links

ბაღაფში: საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას აფხაზეთს ვერც ევროპა და ვერც აშშ აიძულებს


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ აფხაზეთის აღიარების პერსპექტივაზე საუბრისას დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კვლავ განაცხადა, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და სოხუმი მოვლენათა ფორსირებას არ აპირებს. უკრაინული გაზეთის ”სეგოდნიას” შეკითხვას, ელის თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას ბელორუსიის და უკრაინის მიერ, ბაღაფშმა უპასუხა, რომ ამის იმედი აქვთ. ამავე ინტერვიუში დე ფაქტო პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას აფხაზეთს ვერც ევროპა და ვერც აშშ აიძულებს. ”საქართველოში არა ცუდი ხალხი, არამედ ცუდი პოლიტიკოსები არიან. ქვეყნის მომავალი ხელმძღვანელის არჩევა საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ ახალ ლიდერს უნდა ესმოდეს, რომ რეალობა შეიცვალა და აფხაზეთი აღიარებული სახელმწიფოა” - განაცხადა ბაღაფშმა.
XS
SM
MD
LG