Accessibility links

logo-print

”ნოვაია გაზეტა”: მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტებში ე.წ. ქართულ კვალს გამოძიება არ განიხილავს


მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტებში ე.წ. ქართულ კვალს გამოძიება არ განიხილავს - ამის შესახებ რუსული ”ნოვაია გაზეტა” საგამოძიებო ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით იუწყება. ის აღნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის პატრუშევის ამასწინანდელი განცხადება ქართული კვალის შესაძლო არსებობის შესახებ, პოპულისტური იყო. საგამოძიებო ჯგუფის წევრი, რომლის ვინაობას გაზეთი არ ასახელებს, მიიჩნევს, რომ მოსკოვის ტერაქტების გამო, პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობა შეინიშნება, რაც გამოძიების პროცესს ხელს უშლის. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას სრულიად უსაფუძვლო უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ. მან ამერიკულ გაზეთ ”ვაშინგტონ თაიმსთან” ინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მოსკოვის ტერაქტები რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს საწინააღმდეგო ახალი აგრესიის საბაბად გამოიყენოს. რაც შეეხება მოსკოვის ტერაქტების გამოძიებას, ”ნოვაია გაზეტას” საგამოძიებო ჯგუფის წევრმა აცნობა, რომ თვითმკვლელ ტერორისტ ქალებს სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთიდან დაქირავებული ინსტრუქტორი ამზადებდა. გაზეთი კიდევ ერთ წყაროზე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გამოძიების წინასწარი შედეგები მოსკოვის ტერაქტებთან კავკასიის ამირად წოდებული დოკუ უმაროვის კავშირს ადასტურებს.
XS
SM
MD
LG