Accessibility links

logo-print

ხვალიდან სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე განაგრძობენ კონსულტაციებს


ხვალიდან ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი და საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე განაგრძობენ კონსულტაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის შეთანხმების მიზნით. სუბარის განცხადებით, მოლაპარაკება გაიმართება ყველა პარტიასთან, რომელიც თავს ოპოზიციად მიიჩნევს და სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხების ინტერესი აქვს. სოზარ სუბარის განმარტებით, მოლაპარაკების მიზანი საერთო ინტერესებისთვის ბრძოლაში შეთანხმებაა. თავის მხრივ, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ სოზარ სუბართან ერთად დიდი შეთანხმებისკენ მიმავალი მოლაპარაკებისას, პირადად მას, არანაირი პირობა არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG