Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველ სხდომას უმასპინძლებს


მომავალ კვირას საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები 4 აპრილს ჩავლენ თბილისში. ხდომის გამართვამდე სტუმრები, 5 აპრილს, ბოდბის დედათა მონასტერს, ქალაქ სიღნაღს, სიღნაღის მუზეუმში ფიროსმანის ექსპოზიციებს დაათვალიერებენ. 6 აპრილს კი საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა გაიხსნება, თუმცა მანამდე სტუმრები ოკუპაციის მუზეუმს ეწვევიან. რაც შეეხება სხდომას, ის საქართველოს პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. 8 აპრილს შეხვედრები განახლდება თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში აკრედიტებულ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სახალხო დიპლომატიის ოფიცერ კრისტინა ბალეისიტესთან, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს 9 აპრილს დატოვებენ.
XS
SM
MD
LG